LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet-მა საიუბილეო „მუსტანგი“ შექმნა

141
mustangg

მასელქარ Ford Mustang-ს რამდენიმე დღის წინ 55 წელი შეუსრულდა. კომპანია Chevrolet-მა, რომელიც Ford-ის მთავარ კონკურენტად ითვლება, სახუმარო ვიდეო მილოცვა გაავრცელა. ვიდეოში პატარა პონი დაბადების დღეზე Camaro-ს კუპეს იღებს.

შეგახსენებთ, რომ პირველი „მუსტანგის“ დებიუტი 1964 წელს შედგა, მაშინ ნიუ-იორკში 271 ძალის მქონე კაბრიოლეტი შექმნეს. მოდელის გაყიდვები აგვისტოში დაიწყო, ცოტა ხნის გასვლის შემდეგ ავტომობილის გაუმჯობესებაზე ლეგენდარულმა კეროლ შელბიმ იზრუნა. სწორედ მაშინ დაიბადა პირველი Shelby GT 350.

„მუსტანგზე“ იმდენად დიდი მოთხოვნა იყო, რომ მწარმოებელმა „ფორდიც“ უკან ჩამოიტოვა და 1966 წლისთვის მოდელის მილიონი ეგზემპლარი ქონდა გაყიდული.

Chevrolet-მა იმავე წელს თავისი „კამაროც“ გამოუშვა, თუმცა „მუსტანგის“ წარმატებასთან ის ახლოსაც ვერ მივიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები