LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიხურა უპრობლემოდ გავიდა და უეფას ქულები მოაქვს

127
Captures

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავდა და ეს განსაკუთრებული დაძაბულობის გარეშე გააკეთა. ქართველმა ფეხბურთელებმა ლუქსემბურგის „ფოლას“ ბარიერი დაძლიეს და ახლა უფრო რთული მეტოქის მოლოდინში არიან.

„ჩიხურას“ პირველი თამაში სტუმრად 2:1 ქონდა მოგებული და ბუნებრივია ფავორიტად მიიჩნეოდა. ასეც მოხდა. თამაში დიდად სასეირო ვერ გამოდგა, ჩვენები მეთოდურად და აუღელვებლად უტევდნენ და შედეგიც მოვიდა.

ანგარიში რატი არდაზიშვილმა გახსნა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ბურთი შორეულ დაბალ კუთხეში გაუშვა.
მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე, მიშიკო სარდალიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახდა.
მატჩის მიწურულს, 90-ე წუთზე, მსაჯმა ჩვენს კარში პენალტი დანიშნა და სინანიმ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1.

თბილისი. “დინამო არენა”
ჩიხურა – ფოლა 2:1
გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25), 2:0 სარდალიშვილი (74), 2:1 სინანი (89, პენ)
გაძევება: მუჰამეროვიჩი (32)

 

სოსო ფრუიძე:

„მეტოქეს პირველ ნომრად თამაში არ შეეძლო, რადგან ამის რესურსი არ გაჩნდა. 0:1-ს რომ აგებდნენ და გოლები სჭირდებოდათ, მაშინაც მეორე ნომრად თამაშობდნენ და მხოლოდ კონტრშეტევების იმედად იყვნენ. კარგია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით და უეფას რეიტინგში საქართველოს ქულები მოვუტანეთ.”

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჩიხურას“ მეტოქე შოტლანდიის „აბერდინსა“ და ფინეთის „როვანიემის“ შორის გამარჯვებული იქნება. ამათი განმეორებითი მატჩი დღეს საღამოსაა. პირველი თამაში შინ „აბერდინმა“ 2:1 მოიგო.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჩიხურა“ პირველ შეხვედრას 25 ივლისს სტუმრად და 1 აგვისტოს თბილისში ჩაატარებს.

 

გამოყენებულია adjara sport-ის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები