LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ბორბლებიანი სახლი, რომელიც ძალიან იაფი ღირს

75
chinehouseonwheel

ჩინეთში შექმნეს ძალიან პატარა ბორბლებიანი სახლი, რომელიც მოტოციკლეტის ბაზაზეა აგებული. ავტომობილის ინტერიერს მდიდრული ნამდვილად არ ეთქმის, თუმცა მას ნამდვიალდ აქვს რამდენიმე საჭირო ატრიბუტი, ძალიან კომპაქტურია და თან იაფი.

ჩინური ავტოსახლის სიგრძე 3800 მილიმეტრია, სიმაღლე 1500 მმ, ფასი კი ბიუჯეტური ავტომობილის აქვს, სულ რაღაც 4800 დოლარი.

ბორბლებიანი კემპერის შიგნით პატარა სამზარეულო ზონა, ორი სავარძელი და მაგიდაა განთავსებული. საძინებელი სივრცეც იქვეა, ღამით სავარძლები იწევა და ორადგილიან საწოლად გადაიქცევა. ავტომობილში არის გაჯეტების დასამუხტი მოწყობილობა, USB– სადენები და პირადი ნივთების შესანახი თაროები.

სამბორბლიანი ავტო–სახლი მოძრაობაში ელექტროძრავს მოყავს და მისი სიმძლავრე მხოლოდ 4,75 ცხენის ძალაა. ელემენტის სიმძლავრე 7,2 კილოვატ–საათია და მისი საშუალებით ავტომობილს 400 კილომეტრიანი სვლის მარაგი აქვს.

და ბოლოს, ბორბლებიანი სახლის მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები