LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გამოვიარეთ უნიკალური რბოლა: სიტიმ და ლივერპულმა ისტორია გადაწერეს

133
59986912_10162323161170455_1735541751113842688_o

პრემიერლიგა დასრულა. გიჟური რბოლა ბოლოს „მანჩესტერ სიტიმ“ მოიგო.

პრემიერლიგის არსებობისას მე-8 შემთხვევაა, როდესაც ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვა. აქედან სამ შემთხვევაში ფინალურ გარჩევებში „სიტი“ მონაწილეობდა. ისევე, როგორც 2012 და 2014 წლებში, ახლაც ყველაფერი კარგად დასრულდა.

 

მანჩესტერ სიტი – 98
ლივერპული 97

 

გვარდიოლამ და კლოპმა კონკურენტებს ყველაფერში აჯობეს – მათ შორის დიდ მეტოქეებთან თამაშითაც.

ტოპ 6-ის მატჩები ერთმანეთთან

სიტი 25 ქულა
ლივერპული 19
არსენალი 12
ჩელსი 12
ტოტენჰემი 7
მანჩესტერი 7

 

„სიტიმ“ ფინიშზე მოიგო 14 მატჩი ზედიზედ, „ლივერპულმა“ – 9.

 

97 ქულა

ჩემპიონობისთვის საკმარისი იქნებოდა პრემიერლიგის 26-დან 25 შემთხვევაში

არაჩემპიონისთვის მაქსიმალური ქულები იყო 89

95+ ქულა

ერთბაშად ორმა გუნდმა მოაგროვა. პირველი შემთხვევაა ინგლისის უმაღლეს ლიგაში.

 

დაკარგული ქულები

სიტი -16
ლივერპული -17

შედარებისთვის: „მანჩესტერმა“ 16 ქულა 12 ტურში დაკარგა.

 

„სიტიმ“ მოუგო ლიგის ყველა გუნდს (ზედიზედ მეორედ)

„ლივერპულმა“ მოუგო ყველას „სიტის“ გარდა

 

 

სატურნირო ცხრილში ადგილებს შორის სხვაობა

 

198 ქულა

„სიტიმ“ ორ სეზონში მოაგროვა

წინა რეკორდი – 186
ჩელსი“ – 2004/05 და 2005/06

 

20 მშრალი მატჩი

ერთბაშად ორი გუნდის მეკარეებმა ჩაატარეს
პირველად ბოლო 10 წელიწადში

 

 

„სიტი“ ბოლო 10 წელიწადში პირველი გუნდია, რომელმაც ტიტული დაიცვა. წინა იყო ფერგიუსონის „იუნაიტედი“ რონალდოთი.

5-დან 4 შემთხვევაში გუნდი, რომელიც 1 ქულით ჩამორჩა ან ბურთების სხვაობის გამო დათმო ჩემპიონობა, მომდევნო სეზონში ტიტულს იგებდა.

2019 წელს „სიტიმ“ 18 მატჩიდან 17 მოიგო. გამონაკლისია გასვლაზე „ნიუკასლთან“ წაგება (1:2).

„ლივერპულმა“ გააუმჯობესა საკლუბო რეკორდი ქულებით (88 ქულა 2008/09 სეზონში) და მოგებების რაოდენობით (26 – 2013/14).

53 ქულა „ენფილდზე“ – ეს „ლივერპულისთვის“ საშინაო რეკორდია პრემიერლიგის ეპოქაში (წინა მაქსიმუმი – 49 ქულა – 2013/14).

„სიტი“ შინ კიდევ უკეთესია: 54 ქულა 57-დან. იდეალურის მიღწევას ხელი „კრისტალ პალასმა“ შეუშალა (2:3).

„სიტის“ 19 გოლი აქვს გატანილი პირველ 15 წუთში.

„ლივერპული“ 5-ჯერ გაიტანა გამარჯვების გოლი 80 წუთის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები