LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ფეხბურთელების ყველაზე ლამაზი ქალიშვილები (ფოტო)

Topic_262237654_90325927_1024x576

ბიანკა გასკოინი


პოლ გასკოინის აყვანილი შვილი. ცნობილი ბრიტანელი მოდელი და მსახიობი. გადაღებულია მრავალ ფილმსა და სატელევიზიო შოუში.

 

შარლოტა კანიჯა


ინსტაგრამის ვარსკვლავი, სახელი ძირითადად თამამი ფოტოსურათებით გაითქვა. ცხოვრობს თავის გემოზე, მოდელია და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობს. მამამისი კლაუდიო კანიჯაა.

 

დალმა მარადონა


არგენტინელი მსახიობი, თვით დიეგო მარადონას შვილი. უკვე 29 წლისაა, ბავშვობიდან გატაცებულია სიმღერით. დალმას ყავს და ჯანინა, რომელიც სერხიო აგუეროზეა გათხოვილი.

 

ჯეიდ ლებეფი


მამა ფრანკ ლებეფი. ეს გოგოც მოდელია და კინოშიც იღებენ. საკმაოდ ცნობადი სახეა საფრანგეთში და არა მარტო იმის გამო, რომ მამამისი ცნობილი ფეხბურთელი იყო.

 

კლაუდია იერო


ჭკვიანი და ლამაზია, აქვს სხეულის პრაქტიკულად იდეალური პროპორციები, გატაცებულია პიარით და რეკლამით, იცის ორი უცხო ენა. გულშემატკივრობს მამის მშობლიურ გუნდს – მადრიდის „რეალს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები