LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიწყეთ 2022 წელი მხიარულად – 7 რჩევა, რომელიც სწორი განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ

65
Capture

2021 წელი თითქმის დასრულდა და 2022 წლის სწორად დასაწყებად უნდა მოემზადოთ. მთავარი ამ შემთხვევაშიც სწორი განწყობაა, რადგან როგორც ბრძენ ადამიანებს უთქვამთ, „როგორც დაიწყებ, მთელი წელი ისეთი გექნებაო.“
კორონავირუსის პანდემიამ გართობის ბევრი შესაძლებლობა მოგვისპო, თუმცა მაინც უამრავი მხიარული რამის გაკეთება შეგიძლიათ.

მოამზადე გემრიელი სადილი

დაიწყეთ წელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მიირთვით რამე გემრიელი, რამეთუ ჯანსაღი კვების დაწყებას ყოველთვის მოასწრებთ.

გააკეთე რამე გარეთ

თუკი თოვლის სიახლოვეს მოხვედრას ვერ ახერხებთ, გაისეირნეთ პარკში, იყიდეთ ცხელი შოკოლადი და დატკბით ამ წუთებით, სანამ ჯერ ისევ ცივა და ყველგან საახალწლო განწყობაა.

გენერალური დასუფთავება

ახალი წლის სათანადოდ შეხვედრის შემდეგ თქვენს გარშემო ალბათ ნამდვილი არეულობაა, ამიტომ კარგი იქნება თუკი ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ.

საშობაო სოფელი

თუკი ახალი წლის დადგომამდე ვერ მოახერხეთ საშობაო სოფლის ნახვა, იპოვეთ ამისთვის დრო მანამ სანამ ყველაფერი განათებული და ძალიან ლამაზია. წაიყვანეთ თან მეგობრებიც და ლამაზი ფოტოებიც გადაიღეთ.

შოპინგი

ბევრი მაღაზია ახალი წლის დადგომის შემდეგ განსაკუთრებულ ფასდაკლებებს აცხადებს, ამიტომ ცუდი არ იქნება თუკი სავაჭრო ცენტრს მოივლით და ახალ წელს ახალი შენაძენით დაიწყებთ.

ვარჯიში

დიახ, სანამ ახალი წლის და ახალი შესაძლებლობების მოტივაცია ძლიერია, წადით დარბაზში და ვარჯიში დაიწყეთ.

30-დღიანი გამოწვევა

დეკემბერი ბევრ ჭამა-სმასთან ასოცირდება, ამიტომ იანვარი „შეცდომების“ გამოსწორებას უნდა მიუძღვნათ. დაიწყეთ 30-დღიანი გამოწვევა და მთელი თვის განმავლობაში არც ალკოჰოლს და არც მავნე საკვებს არ გაეკაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები