LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დამიბრუნე ჩემი ძაღლი და ფულს მოგცემ რამდენიც გინდა – ამბები მოკლედ

88
D_Bv9dyW4AAq56U

მილანის „ინტერის“ წარმომადგენლები ინგლისში ჩაფრინდებიან ლუკაკუს ტრანსფერზე მოსალაპარაკებლად. „მანჩესტერს“ 75 მლნ ფუნტი უნდა.

„ევერტონი“ დაინტერესებულია „სიტის“ ნახევარმცველით დელფით.

„რეალმა“ ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია Telefónica-თან. ის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოძრავ სახურავს და პანორამულ ტაბლოს დააყენებს.

„ბარსელონა“ პარასკევამდე ფიქრობს გრიზმანის გარიგების დახურვას.

„სიტიმ“ 16 წლის ფორვარდი იყიდა. „ვესტ ბრომვიჩმა“ როჯერსში 4 მლნ ფუნტი აიღო.

გამოჩნდა „ჩელსის“ მესამე ფორმის ფოტო. ის შავია ნარინჯისფერი საყელოთი.

ალბერტო მორენო „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა.

პსჟ-მ შესაძლოა იყიდოს ნიკოლა პეპე, თუ ნეიმარი ან კავანი წავლენ.

ჩინური კლუბი გარეთ ბეილის ხელფასს აორმაგებდა, მაგრამ „რეალმა“ ფეხბურთელის უფასოდ გაშვებაზე უარი თქვა.

„მანჩესტერს“ სურს ლემინას ყიდვა.

დანიელ სტარიჯის ლოს ანჯელესის სახლი გაქურდეს და ხელს მისი საყვარელი ძაღლიც გააყოლეს.
„ვინ დამიბრუნებს ძაღლს? ვიხდი 20-30 ათას ფუნტს, პირდაპირ, ხელზე. რამდენიც გინდა, ოღონდ მოიყვანე. ხვალ გადავდივარ. სახლი მკიდია, უბრალოდ ძაღლი დააბრუნე. ფულს არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე მეტს მაინც არ მოგცემენ, თუ შემოგთავაზეს, მითხარი და მე უფრო მეტს გადაგიხდი“, – დაწერა სტარიჯმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები