LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიაში სამგანზომილებიან ქვეითთა გადასასვლელებს ცდიან

40
danianews

დანიის ქალაქ ორხუსში „სამგანზომილებიან“ ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელებს დატესტავენ. ამისათვის ქალაქის ცენტრში მდებარე ე.წ. “ზებრას“ ოპტიკურ ილუზიას დაუმატებენ. ასეთმა გადასასვლელმა მძღოლებს სიჩქარის შემცირება უნდა აიძულოს.

„სამგანზომილებიანი“ გადასასვლელის დანახვას მოძრაობის მონაწილეები შედარებით შორი მანძილიდან შეძლებენ.

მძღოლები და ველოსიპედისტები ქვეითთა გადასასვლელებს ხშირად აიგნორებენ, რითაც გზაზე მოძრავ ფეხითმოსიარულეებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიან. ეს პრობლემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია აქტუალური. ინიციატივის ავტორები იმედოვნებენ, რომ სამგანზომილებიანი „ზებრა“ პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

პირველი 3D გადასასვლელები ორხუსის ქუჩებში სექტემბრის ბოლოსთვის გაჩნდა და მათ 2024 წლის ბოლომდე დააკვირდებიან. თუკი ოპტიკური ილუზიის დამსახურებით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, მაშინ ასეთი „ზებრები“ მთელს ქვეყანაში გაჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები