LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიელმა ხელოვანმა ცარიელი ჩარჩოების შექმნისთვის მუზეუმს 61 ათასი ევრო გამოართვა: დამკვეთი ფულის დაბრუნებას ითხოვს

57
-120746166-mediaitem120746165

დანიელმა ხელოვანმა ჯენს ჰაანინგმა უჩვეულო ნამუშევარი „აიღე ფული და გაიქეცი“ შექმნა და ამისთვის სოლიდური თანხაც აიღო. სინამდვილეში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მას ორი ძველი ნამუშევრის გაცოცხლება დაუკვეთა, ხელოვანმა კი ორი ცარიელი ჩარჩო შექმნა და 61 ათასი ევროთი გაიქცა.

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა ჰაანინგმა ევროსა და კრონის ბანკნოტებისგან არტ-ობიექტი დაამზადა. ხელოვანმა ამ გზით დანიის მოსახლეობის საშუალო ხელფასი წარმოადგინა.

მუზეუმმა გადაწყვიტა, რომ ფულსა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირზე გამოფენა მოეწყო და ძველი ნამუშევრების აღდგენაც ამიტომ მოისურვა. თუმცა, ჰაანინგს სულ სხვა გეგმა ჰქონდა, მან დამკვეთს ორი ცარიელი ჩარჩო გაუგზავნა და თავის არტ-ობიექტს „აიღე ფული და გაიქეცი“ დაარქვა.

უჩვეულო ნამუშევარი ვერ დააფასა მუზეუმის დირექტორმა და თანხის დასაბრუნებლად ხელოვანს ვადა 16 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში სარჩელის აღძვრით დაემუქრა.
ჰაანინგი თვლის, რომ იმაზე ბევრად უფრო მაგარი ნამუშევარი გამოუვიდა ვიდრე აპირებდა, ამიტომ თანხის დაბრუნებას ნამდვილად არ აპირებს.

„ხელოვანის თვალით დავინახე, რომ იმაზე ბევრად კარგი ნამუშევრის შექმნა შემეძლო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. არ ვთვლი, რომ ფული მოვიპარე. მე შევქმენი ხელოვნების ნიმუში, რომელიც დაგეგმილზე 10–ჯერ და 100–ჯერ უკეთესი გამოვიდა. პრობლემას რაში ხედავთ?“ – განაცხადა თავისი თავით ძალიან კმაყოფილმა შემოქმედმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები