LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანიური კომპანიები რეკლამაში ფრაზას „ეკოლოგიურად სუფთა“ ვეღარ გამოიყენებენ, თუკი ამის დამტკიცება არ შეეძლებათ

45
s-tsuchiya-gxig8fcdic8-unsplash

დანიაში მოღვაწე კომპანიები ვერ შეძლებენ, რომ თავის ნაწარმს „ეკოლოგიურად სუფთა“ ან „გამძლე“ უწოდონ, თუკი ამის დოკუმენტური მტკიცებულება არ ექნებათ. კანონდამრღვევებს მრავალმილიონიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

კომპანიები ასევე ვერ შეძლებენ რეკლამაში ისეთი ფერების ან გამოსახულების გამოყენებას, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ნაწარმი გარემოს ზიანს არ აყენებს. იქნება ეს ეტიკეტზე ხის ნიშნის დამატება თუ პროდუქტის მწვანე ფონზე გადაღება.

იმისათვის, რომ კომპანიამ თავისი პროდუქტისთვის „ეკოლოგიურის“ წოდება შეძლოს, უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ნაწარმი გარემოს სხვებთან შედარებით ნაკლებ ზიანს აყენებს. ამისათვის ექსპერტთა შეფასება გახდება საჭირო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები