LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჯერებელია: მესიმ წლების წინ დახატული სურათი რეალობად აქცია (ფოტო)

179
mesito

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ კიდევ ერთი საოცრება ჩაიდინა.
მართალია ახლა სანაკრებო თამაშებია, მაგრამ სულ ერთი წუთით საკლუბო ფეხბურთს მივუბრუნდეთ და მესის თამაში გავიხსენოთ „ბეტისთან“.
არგენტინელი დიდებული თამაშით გამოირჩა და არანორმალური გოლიც გაიტანა, მაგრამ აქ კიდევ ერთი დაუჯერებელი ფაქტია: მესიმ ბანგლადეშელი მხატვრის სუას ნაიანის სურათი გააცოცხლა, რომელმაც კარიკატურის მსგავსი რამ 6 წლის წინ დახატა.

2013 წელს „ბარსას“ ვარსკვლავი მხატვარმა ხუთი მეტოქის გარემოცვაში გამოსახა, რომელთაც თეთრი ფორმა აცვიათ მწვანე ვერტიკალური ზოლებით და ლეოსთან ბრძოლაში შედიან.

6 წლის შემდეგ სუასის ნახატს ხორცი შეესხა. „ბეტისთან“ თამაშში სურათი რეალობაში პრაქტიკულად იდეალურად ჩაჯდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები