დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა აგარაკის კეთილმოწყობისთვის, ავეჯის შესაძენად, რემონტისთვის, დაკონსერვებისათვის, კულინარიული საქმიანობისათვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, უძრავი ქონებისა და სამშენებლო მასალების შესაძენად. კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისთვის. მოერიდეთ დღეს ყვირილს, აგრესიის გამოვლენას, სარისკო მოქმედებებსა და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა და სწორი ნაწლავის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, მწვანე, ლიმონისფერი, ცისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარგალიტი, მწვანე იასპი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, დღე დაძაბულია, ვერძისა და ტყუპებისათვის.