დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ. დღეს ამოუცნობი მოვლენების დღეა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა თვითშემეცნებისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის. რეცხვისთვის, დაუთოვებისათვის, დაკონსერვებისათვის, საყიდლებისთვის, ვაჭრობისთვის. საკვებ რაციონში შეიტანეთ რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული და თევზეული. ნუ დაიწყებთ ახალ კონტაქტებს, ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, ადგილსამყოფელის შესაცვლელად, სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, ცისფერი და იისფერი.  მინერალებიდან ზურმუხტი, აქატი, ოპალი, ალექსანდრიტი და გიშერი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის,   დაძაბულია ვერძთათვის და ტყუპებისათვის.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05