LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

600
mikheil-cagareli

დღევანდელი დღე ყურადღბას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს დუნდება ყურადღება, რაც შეიძლება გახდეს არასასრურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. დღეს მზე ერთი თვისთ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნიდან, ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რაც ადამიანებში აქტიურობას, კომუნიკაბელურობასა და სექსუალურ ენერგეტიკას გააძლიერებს. დაიოკეთ სხვებთან შეჯიბრების მომენტი. შეამცირეთ კონტაქტები, მეტი დრო დაუთმეთ სახლსა და ოჯახს, დღეს ორგანიზმი თვითგანწმენდისკენაა მიმართული, მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას.

დღე ასევე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის, შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ  დაისვენეთ და წამლების პროფილაქტიკა მიიღეთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა სამშენებლო სამუშაოებისთვის, ბინისა და ავეჯის რემონტი, მანიკურისა და პედიკურის გაკეთება, თავი შეიკავეთ ზედმეტი ლაპარაკისგან ურთიერთობებში ოფიციალურობა მოიმატებს. მოერიდეთ ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობას, ქორწინებასა და ახალ კავშირებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, ხერხემალი, მუხლები, კანი, მხედველობა და  კანის ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე და ნაცრისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ძოწი, აკვამარინი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და  თევზებისათვის, დღე დაძაბულია, ლომთათვის და საწორთათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები