LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

227
მიხეილ ცაგარელი

დღეს სავსემთვარეობაა, რაც გეომაგნიტურ ტენდენციებს შექმნის და საერთო სიტუაციას დაძაბავს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ლოცვისთვის.

მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მოლაპარაკებებს, სარისკო მოქმედებებს, ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხებასა დ გასესხებას, საჭესთან იყავით ყურადღებით, მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ფეხის კუნთების ზონა, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ გიშერი, აქვამარინი, ცირკონი, საფირონი, ციტრინი,  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, დღე დაძაბულია ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები