LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

367
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად მოადუნებს ყურადღებას, რაც არასასურველ ტრავმებსა და ავარიებს შეუწყობს ხელს. იყავით მეტად ყურადღებით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – მეტი დრო დაუთმებთ ბავშვებთან ურთიერთიობას, კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, მოერიდეთ კრიტიკასა და ურთიერთობების გარჩევას, კარგი დღეა ინვესტიციის ჩასადებად და რაიმეს შესაძენად. კარგი დღეა კულინარიული საქმიანობისთვის. მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების შეძენას, ახალის საქმის დაწყებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტება ბრონქების სისტემა, ხელები, კუჭი და მკერდის ზონა.

დღის ფერები და მინერალები  –  ნაცრისფერი, იისფერი, მწვანე ნარინჯისფერი და ცისფერი ფერები. მინერალებიდან გამოიყენეთ თოპაზი, აქვამარინი, ზურმუხტი, აქატი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორთათვის და მშვილდოსანთათვის, დღე შედარებით რთული იქნება თხის რქისა და  თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები