LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

519
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე განპირობებულია მზისა და მთვარის ერთობლივი ზეგავლენით თითოეულ ჩვენგანზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა ხალიჩების წმენდისათვის, დალაგებისთვის, ელექტრო, გაზის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სახლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, ბინის შესაცვლელად. მერიდეთ ზედმეტ საუბარსა და მავნე ჩვევების გამოვლენას. ნუ იჩქარეთ დასკვნების გამოტანას, წინდახედულად იმოქმედეთ.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა და კუნთების ზონა,  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ნეონისფერები, ყვითელი, წითელი, ვარდისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ძოწი.  ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, დღე ნეგატიურია კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები