LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 აპრილი ასტროლოგიური პროგნოზი

504
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:30-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მართალია, 1 აპრილი იუმორის დღედ ითვლება, მაგრამ მაინც არ ღირს სხვების დაცინვა, რადგან ბევრი ვერ გაიგებს თქვენს იუმორს. გადახედეთ ცხოვრებას და გაიაზრეთ შეცდომები. პარტნიორულ ურთიერთობაში მოიმატებს იმპულსურობა და აგრესია, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტ კრიტიკას და წვრილმანების ჩაძიებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად, სპორტული ღონისძიებების და ლაშქრობების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, სარდიონი, ლაზურიტი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები