მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 10:15-დან 13:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ნუ ენდობით წინათგრძნობას, გულდასმით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია.

არ დაიწყოთ ახალი საქმე, თუ არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და კონფლიქტის მიზეზი გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარი სურვილების გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად, საქველმოქმედო და საზოგადოებრივი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეძენა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ვეცხლისფერი და ნეონის ფერები, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი, საფირონი, აკვამარინი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

მსგავსი თემები