LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

462
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მგრძნობიარე და ემოციური თევზების, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისთვის, ქორწინებისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის, ბინის დიზაინის და საკუთარი იმიჯის შესაცვლელად, ახალი საქმიანი პარტნიორების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, აქტიური მოქმედებისა და ძველი საქმეების დასასრულებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური და იურიდიული საკითხების მოგვარების მცდელობა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ციტრუსი, თხილი და სხვა ალერგიული პროდუქტი. კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ და კოსმერიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები