LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

625
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

აკონტროლეთ ემოციები და ეგოიზმი, არ აჰყვეთ პროვოკაციას, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა. არ ღირს საკუთარი აზრის სხვისთვის თავსმოხვევა, რათა არ დაძაბოთ ურთიერთობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ძველი დოკუმენტების გადასახედად და მოსაწესრიგებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი ნაცნობების შეძენა და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, რისკი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ელენთას, განაკუთრებული ყურადღება მართებთ დიაბეტით დავადებულებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, ქრიზოპრაზი, მალაქიტი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მორიელისთვის,  თხის რქისა და თევზებისთვის, პრობლემების დაძლევა მოუწევთ ვერძს, ტყუპებს, ლომს და სასწორს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები