LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

379
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, რაც ჯანმრთელობას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას, აკონტროლეთ არტერიული წნევა. დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულება დაკარგული მთვარის მიმართ. სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა 7 ოქტომბრამდე მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ვნება და ეჭვიანობა. დღეს მოერიდეთ მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, თმის შესაჭრელად. ნეგატიური დღეა რემონტისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, სესხის ასაღებად. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ობსიდიანი, ონიქსი, მარჯანი და იასპი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისათვის,  შედარებით დაძაბულია ვერძთათვის და მერწყულთათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები