LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 10 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

966
მიხეილ ცაგარელი

ხელოვნების, სილამაზის და სიყვარულის მმართველი პლანეტის – ვენარას ენერგიების შერწყმა  ქირონის ასტეროიდსა და შავ მთვარის ენერგიებთან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რომანტიკულ ურთიერთობებს და ფინანსურ გარიგებებს. განსაკუთრებული სიფრთხილის, ტაქტის და შეკავების გამოჩენა მართებს ყველას, რადგან მაღალია მოტყუების და გაცურების ალბათობა. აკონტროლეთ ემოციები და მაქსიმალურად მოერიდეთ ახალი სასიყვარულო კავშირების გაბმას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ოფიციალური დოკუმენტების მოსაწესრიგებლად და საჭიროების შემთხვევაში მათ გასაფორმებლად, ცოდნის შესაძენად და იურიდიული კონსულტაციის მისაღებად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ნაცრისფერი, ყავისფერი და კრემისფერი, ასევე ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, აგატი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღვანდელი სიზმარი მომავალი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები