LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2171
mixeil-cagareli-3

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:00-დან  16:18 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავისუფლების, დემოკრატიის და მეგობრობის მფარველი პლანეტის ურანის დირექტულობა (მოძრაობის გასწორება) მეტი სიფრთხილის გამოჩენას გაიძულებთ გზაში, რადგან მაღალია მოულოდნელი ინციდენტების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთოდ წარიმართება მეგობრებთან ურთიერთობა, ახალი რეფორმატორული და დემოკრატიული პრინციპების დანერგვა. პოზიტიური დღეა ახალი საქმის დასაწყებად და სამსახურის მოსაძიებლად. არ ღირს ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და კუჭს. კარგი დღეა კანის გასაწმენდად, კოსმეტიკური და თმის გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე და იისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, ქარვა და სარდიონი  გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს და მორიელს, სირთულეების დაძლევა მოუწევთ მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები