LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1249
cagareli

აუცილებლად დაიწყეთ ახალი საქმე, რადგან დღეს აღებული სტარტი აუცილებლად წარმატებულ ფინიშამდე მიგიყვანთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, ახალი მეგობრების შესაძენად და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ბინის და ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად. არ ღირს გარისკვა და დაუფიქრებელი, სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის და ზღვის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით, თევზით და უცხიმო ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ენდოკრინულ სისტემას და ყელს, ჩაიცვით თბილად, რადგან მაღალია გაცივების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი და ცისფერი, ასევე მალაქიტი, აგატი, ზურმუხტი, მარგალიტი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი და ტყუპები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები