LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

988
mixeilcagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:39-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს სიჯიუტის და ეგოიზმის გამოვლენა, სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია მოტყუების და შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოგიწიოთ გასული წლის გაზაფხულზე დაშვებული შეცდომების გამოსწორება.

პარტნიორული ურთიერთობა – შეიძინეთ სასიამოვნო საჩუქარი და გაუკეთეთ სიურპრიზი თქვენს პარტნიორს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ახალი კონტაქტების დამყარებისა და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, შინაური ცხოველების და უძრავის ქონების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, ადრე დაწყებული საქმის გაგრძელებისა და ძველი შეცდომების გამოსასწორებლად.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ გაზიანი და გამაგრილებელი სასმელების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ლიმონისფერი, ყავისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბის, ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ სასწორს და მშვილდოსანს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები