LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ივნისის  ასტროლოგიური პროგნოზი

657
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

ეცადეთ სწორედ დღეს დაასრულოთ ძველი პროექტები და განთავისუფლდეთ არაფრისმომცემი ურთიერთობებისგან.

ყურადღებით შეამოწმეთ ყველა საბუთი ხელმოწერამდე, რადგან მაღალია გამოუსწორებელი შეცდომის დაშვების ალბათობა.

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და იმოქმედეთ მხოლოდ მასზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა აქტიური დასვენებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ახალი საქმის დასაწყებად და შემოსავლიანი სამსახურის მოსაძიებლად, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ცხოველების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, მარგალიტი, ოპალი, რაუხტოპაზი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები