LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

371
mikheil-cagareli-new

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:24-დან 16:45 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან. არ ღირს გაზარმაცება და გაჯიუტება. მოერიდეთ სულსწრაფობის და მერყეობის გამოვლენას, უსაფუძვლო ეჭვების და ზედმეტი პრეტენზიების გამოთქმას.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული ერთი შეხედვით ჩვეულებრივი კონფლიქტი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, სავაჭრო და კომერციული ოპერაციების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ფილტვებს, ბრონქებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ნაცრისფერი, ყავისფერი, ლიმონისფერი და თიხისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, აკვამარინი და ყვითელი იასპი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები