მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:00 -დან 13:30 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ კეთილშობილება, ეცადეთ აპატიოთ გარშემომყოფებს ყველა შეცდომა. მოერიდეთ ავანტიურას და ინტრიგებს, რადგან მაღალია სხვის დაგებულ მახეში გაბმის რისკი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საკუთარ თავში ჩასაღმავებლად და ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაძიებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სხივურ თერაპიას და რენტგენის გადაღებას. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ბეჟი, წითელი, ყვითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ოპალი, ოფსიდიანი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით კუროს და მორიელს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ვერძი და მერწყული.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05