LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 ოქტომბრის  ასტროლოგიური პროგნოზი

504
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ასევე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ პერიოდში ყურადღება ზედმეტად დუნდება, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს ნუ აყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვალების, სახსრებისა და ნერვული დაავადებების სამკურნალოდ. პოზიტიური დღეა იურიდიული საქმეები მოსაგვარებლად და ახალი სამსახურის დასაწყებად.  მოერიდეთ ყურების გახვრეტას, ზედმეტი პრეტენზიულობის გამოვლენას, ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, ადგილსამყოფელის, მათ შორის ბინის შეცვლას, ნიშნობასა და ქორწინებას.

პრეზენტაციის ჩასატარებლად, საბავშვო ღონისძიებების მოსაწყობად, თმის შესაჭრელად და შესაღებად, ლატარეის ბილეთების, კოსმეტიკისა და პარფიუმეიის შესაძენად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სიმძიმეების აწევას, ბინის შესცვლას, ქორწინებას, ნუ აყვებით ავანტიურებს,

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება გულსისლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი, ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, კრემისფერი, ნარინჯისფერი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი, ეს  ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, დღე დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და  მორიელისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები