LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

828
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

ზედმეტად ნურავის ნუ ენდობით, რადგან ბევრი ეცდება მოტყუებას და თქვენი გულუბრყვილობის სათავისოდ გამოყენებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითკრიტიკისა და თვითშემეცნებისთვის, სწრაფად შესრულებადი და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციები.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თხილის, თაფლის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები–  ლურჯი, მწვანე, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის. უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ქალწული და მორიელი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები