LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

839
Untitledhjjhjhjmn

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული თხის რქის, მთვარე კი, დიპლომატი და მშვიდობისმოყვარე სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, უმჯობესია თავისუფალი დრო ახლობლებსა და მეგობრების წრეში გაატაროთ.

კარგი დღეა გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებისა და სოციალური სტატუსის ასამაღლებლად.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ფიზიკური და ინტელექტუალური აქტივობისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების, ავეჯის და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ბინის ინტერიერისა და დიზაინის შესაცვლელად.

* ჯანმრთელობა – მიირთვით ზღვის პროდუქტი, თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის და ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – ინიციატივის გამოჩენა მართებთ კუროს და მორიელს, რომლებიც დღეს სხვებზე აქტიურად შეძლებენ მოქმედებას. იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები