LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

883
cagareli-2020nsw

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:00-დან 15:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ უტაქტო და სარკასტულ გამონათქვამებს პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და პრობლემების მოსაგვარებლად. არ ღირს ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვას. კარგი დღეა ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ. გაამდიდრთ კვების რაციონი მაწვნით, იოგურტით და ასკილით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ქრიზოპრაზი, ონიქსი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ტყუპებს და ლომს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები