LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 14  ოქტომბერი ასტროლოგიური პროგნოზი

493
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული, ეს ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან, ნერვულ  სისტემას, რაც შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობისა და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს, ამიტომ გამოიყენეთ წამლების პროფილაქტიკა და მეტად დაისვენეთ. დღეს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, კომუნიკაციისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური რეტროგრადული, ანუ უკანმავალი ხდება. ამ პერიოდში მოიმატებს ინტერნეტ შეფერხებები, დანაკარგები, ჭორების, ინტრიგების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა რეცხვისათვის, დალაგებისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პარფიუმერიის შესაძენად. მოერიდეთ ფულის გასესხებას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნაწილავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ვერცხლისფერი, ოქროსფერი, კრემისფერი, მწვანე და ნარინჯისფერ. მინერალებიდან გამოიყენეთ ყვითელი და მწვანე იასპი, ოპალი, აქატი და მალაქიტი, ქვები თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისთვის.  დღე დაძაბულია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულთათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები