LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

390
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396-2020-01-03-07-39-37-866847

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:48-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები, მით უფრო, რომ ხვალ ენერგეტიკულად მძიმე სავსემთვარეობის დღეა.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ურთიერთობის გარკვევისა და საკამათო საკითხების გასარკვევად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა აქსესუარის შესაძენად.

* ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა ექიმის კონსულტაციის მისაღებად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მკურნალობის დასაწყებად. მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას, თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდიოთ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას, არ ღირს დასუსტებულ ორგანოებზე ოპერაციის ჩატარება.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და ბეჟი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, სირთულეების დაძლევა მოუწევთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები