LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

449
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ. ამ დროს, უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა თეთრეულისა და ტანსაცმლის განიავებისათვის, თმის შეჭრისა და შეღებვისათვის. პარტნიორულ ურთიერთობებში კომპლიმენტებისა და ყურადღების გამოჩენის სურვილი მოიმატებს. კარგია დღეს მონანიება, აღსარება, ზიარება, სულიერებაზე ზრუნვა. პოზიტიურია დღე ახალი სამსახურის დასაწყებად, თანამდებობის დასაკავებლად, ლატარეის ბილეთების შესაძენად. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, ხელშეკრულებების დადებას, ქორწინებას, მცენარეების დარგვა-გადარგვას,  ყურების გახვრეტას.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი.  ოპერაციები ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ოქროსფერი, კრემისფერი, ლურჯი და ნარინჯისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა სასწორის, მშვილდოსნისა და მერწულისათვის, დღე დაძაბულია, კუროს, კირჩხიბისა და მორიელებისათვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები