დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორიგინალური და არასტანდარტული მერწყულის, მთვარე კი,  აქტიური და მებრძოლი ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ კამათს, უმიზეზოდ ეჭვიანობს და ეგოიზმის გმოვლენას. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ ვერძს, კუროს, მერწყულს და თევზებს, რომელთაც დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ძალიან გაუჭირდებათ ემოციების მართვა და საღად, ცივი გონებით აზროვნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, სპორტული ინვენტარის და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, კაპიტალის დაბანდება და მსხვილი საყიდლების გაკეთება.

ჯანმრთელობა –  გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობა ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, საფირონი, სარდიონი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და მორიელს.

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები