LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

569
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, არ აჰყვეთ საეჭვო ადამიანების შეთავაზებებს და დაპირებებს, რადგან მაღალია ფინანსური თაღლითების გააქტიურების ალბათობა.

აუცილებლად გაარკვიეთ საკამათო საკითხები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დასაწყებად და სახლის დასალაგებლად, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ნაცნობთა წრის გასაფართოებლად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და სესხის ასაღებად, კონფერენციებისა და საჯარო გამოსვლების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნაცრისფერი, იისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი, ლაბრადორი და გეაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები