LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

848
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე პრაგმატული და ორგანიზებული თხის რქის, მთვარე კი ემოციური და მგრძნობიარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

ნათელი ძალების ბოროტებასა და ეგოიზმზე გამარჯვების დღეა!

ნუ გასცემთ იმ დაპირებებს, რომელთა შესრულება მომავალში გაგიჭირდებათ.

აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, არ ღირს უმიზეზოდ გაბრაზება, წყენისა და აგრესიის გამოვლენა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახლობლებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ოჯახური წვეულების მოსაწყობად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ავეჯის, ანტიკვარული ნივთების და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი,  ასევე აქატი, ოპალი, ზურმუხტი, ტოპაზი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – ახდება მხოლოდ კეთილი სიზმარი.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები