დღე გეომაგნიტური ენერგიებითაა გაჯერებული. მიმართულებადაკარგული მთვარე ადამიანებში ყურადღებას მოადუნებს, რამაც შესაძლოა ავარიებისა და ტრავმების რიცხვი გაზარდოს. მთლიანობაში დღე მეტად დაძაბულია, ნუ გექნებათ პარტნიორების იმედი, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს. მოერიდეთ ყავას და ალკოჰოლურ სასმელებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისათვის, ხელმძღვანელებთან საურთიერთოდ, საყიდლებისთვის, შემოქმედებითი სამუშაოებისთვის. ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, თმის შესაჭრელად.

ჯანმრთელობა – დასუსტებულია გულ-სიხლძარღვთა და ნერვული სისტემა. ისევე როგორც თავის არე და ცხვირის ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევის გარდა, არ არის მიზანშეწონილი.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი და ფირუზი, ეს ქვები მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს, გააძლიერებენ თქვენ მიზიდულობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ტყუპების, ლომის, სასწორის და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნეგატიური დღეა თხის რქისა და თევზებისათვის.

 

 

კატეგორიები: ჰოროსკოპი

მსგავსი თემები