LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1950
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 02:00 -დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ენერგიის, საქმეების მმართველი პლანეტის – მარსის 30 მარტამდე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა შრომისუნარიანობას, შეუპოვრობას და პრაგმატულობას, სიჯიუტეს და მაქსიმალიზმს გაძლიერებს ადამიანებში.

პოზიტიური და ნეგატიური დღეა – სასიკეთო დღეა მოგზაურობისა და უცხოელებთან კონტაქტისთვის, ტურისტული ლაშქრობებისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასამარცხებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ბრილიანტი, ლაზურიტი, საფირონი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებები ელით ქალწულს და მორიელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები