LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

389
mixeil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:56-დან 20:37 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა წიგნების შესაძენად, ინტელექტუალური, შემოქმედებითი საქმიანობისა და უცხო ენების შესასწავლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და პრეზენტაციების მოსაწყობად, კონსულტაციის მისაღებად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს, ნაღვილს ბუშტს, ძვლოვან სისტემას და ხერხემალს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ ღირს ოპერაციის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, ნეფრიტი, ონიქსი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიობს და ქალწულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები