LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

1250
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 02:34-დან 20:34 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ტრავმებისა და ავარიის მიზეზი.

ენერგიის მმართველი პლანეტის – მარსის 4 ოქტომბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ერთის მხრივ, ორგანიზებულობას და შეუპოვრობას, ნებისყოფას და შრომისუნარიანობას, პრაგმატული მოქმედების და დეტალების შემჩნევის უნარს, წესრიგისა და დისციპლინისკენ მიდრეკილებას, მეორეს მხრივ კი, გადაჭარბებულ პედანტიზმს და კრიტიციზმს გააძლიერებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ცომეულით და ზღვის პროდუქტით, მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელსა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი (დღის პირველ ნახევარში), ყვითელი, წითელი და ნარინჯისფერი (დღის მეორე ნახევარში), ასევე მარგალიტი, ამეთვისტო, გიშერი, ლალი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი მომავალი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, დაძაბული იქნება დღე მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები