LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

478
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, რაც ყურადღების მოდუნებას გამოიწვევს, ეს კი შესაძლოა ავარიებისა და ტრავმების მიზეზი გახდეს.

დღე მთლიანობაში რთულია. ნუ გასცემთ დაპირებებს, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ნუ გადაიტვირთავთ თვალებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მგზავრობისათვის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სპორტული ნაწარმის შესაძენად.   მოერიდეთ თმის შეჭრას, სტომატოლოგიურ პროცედურებს, პლასტიკურ ოპერაციებს და კამათს.  ნეგატიური დღეა ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისთვის, კაპიტალდაბანდებისთვის.

ჯანმრთელობა – სუსტდება თავის არე, სისხლძარღვოვანი სისტემა და  გრძნობათა ორგანოები.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი. ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ფირუზი თქვენს ბუნებრივ შარმს გაზრდიან.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძთათვის და მერწყულთათვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბებსა და ქალწულებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები