LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

716
cagareli-ne-fot2020-2020-01-14-09-15-48-344929-2020-03-10-06-30-55-880338

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:25-დან 14:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური დირექტული ანუ სწორად მავალი გახდება. თუ მისი რეტროგრადულობა წარსულის ურთიერთობებს და მოუგვარებელ პრობლემებს დაბრუნებას გვაიძულებდა, მისი დირექტულობა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვას და ხელშეკრულებების გაფორმებას, გაიზრდება ურთიერთგაგება ადამიანებს შორის, შემცირდება საგზაო შემთხვევები და საცობები, გამარტივდება გადაადგილება, ინფორმაციის მოპოვება და საქმიან პარტნიორებთან საკამათო საკითხების მოგვარება.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სპორტული ინვენტარის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან, მოერიდეთ შოკოლადის, თაფლის, თხილის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე მარგალიტი, მარჯანი, ლალი, იაგუნდი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები