LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

387
mikheil-cagareli

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენეგიული ლომის, მთვარე კი, გონებამახვილი და კომუნიკაბელური ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

იმოქმედეთ პრინციპით „ერთხელ გაზომე, შვიდჯერ გაჭერი“ და ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს ახალი პროექტების დაწყება, უმჯობესია შემოიფარგლოთ იმ საქმის კეთებით, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზურობისთვის და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, სამეცნიერო და კვლევითი, საქველმოქმედო და სოციალური საქმიანობისთვის, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს ნიშნობა და ქორწინება, მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება, ხელშეკრულებების გაფორმებას და მნიშვნელოვანი შეხვედრების გამართვა.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით, თევზით და უცხიმო ხორცით. არ ღირს მზის აბაზანის მიღება და სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. გაუფრთხილდით დასუსტებულ სისხლძარღვოვან სისტემას, თავს და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ფურუზი, ძოწი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ვერძისა და სასწორისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები