LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

419
mikheil-cagareli-new

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 20:31-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია პროვოკაციის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს სერიოზულ საკითხებზე მსჯელობა და ურთიერთობის გარკვევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ინტელექტისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, ავტომობილის და შინაური ცხოველების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი ნაცნობების შეძენა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ცხარე და მარილიანი საკვების მიღებას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, აგატი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები