LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

679
მიხეილ ცაგარელი

დღეს გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი ხდება რეტროგრადული, ეს მოვლენა გაართულებს უცხოელებთან კონტაქტებს და ძველ კანონებთან დაგვაბრუნებს. დღეს ნუ იქნებით ზედმეტად აქტიური, მეტად გაიაზრეთ თქვენი ცხოვრება, გაატარეთ მეტი დრო ოჯახში,

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ახალი შემოქმედებითი გეგმების დასახვისთვის, მგზავრობისათვის, ქორწინებისათვის, ქველმოქმედებისათვის. მოერიდეთ მინერალების შეძენას, ძველი წყენის გახსენებას, საყვედურების გამოთქმას, საიდუმლო სასიყვარულო კავშირებს, საკვებ რაციონში ცხიმიანი და ხორციანი საკვების შეტანას, ახალი საქმის დაწყებას, ალკოჰოლური სასმელის მიღებას,

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფების ზონა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ნეონისფერები, მინერალებიდან გამოიყენეთ ონიქსი, საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, ცირკონი და ძოწი, ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მორიელისა და თხის რქისათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, შედარებით დაძაბულია ვერძთათვის და ტყუპებისათვის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები