LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

455
mikheil-cagareli-new

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:42-დან 12:48 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, აკონტროლეთ ემოციები და გამონათქვამები, რადგან მეტად პროვოკაციული, კონფლიქტური დღეა.

პარტნიორული ურთიერთობა – მაღალია დაძაბულობის და კონფლიქტების ალბათობა, რისი მიზეზი პირველ რიგში განწყობის მუდმივი ცვლილება გახდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და აუქციონის მოსაწყობად, საცხოვრებლის და ბინის ინტერიერის შესაცვლელად, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, გასაუბრების გავლა და სარისკო გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ დახურულ სივრცეში დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს, ბრონქებს და ყელს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყავისფერი, ლიმონისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი, კრემისფერი და ნარინჯისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, ნეფრიტი და აკვამარინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები