LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 აპრილი ასტროლოგიური პროგნოზი

386
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

დღეს შეძლებთ რთულ სიტუაციაში გარკვევას და ყველა ეჭვის გაფანტვას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის გასაღრმავებლად, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლების მოსაწყობად, ბინის შეცვლისა და ინტერიერის მოსაწყობად, ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი ასევე ფირუზი, ბრილიანტი, ლაზურიტი, საფირონი და ლალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები